четверг, 3 июня 2010 г.



პროექტის სახელი: თეატრის ჯადოსნური სამყარო
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მეშვეობით მოსწავლე გაიგებს ცნობილ ფრაზას,
ვინც ერთხელ შეისუნთქავს თეატრის მტვერს, მას სამუდამოდ შეუყვარდება თეატრი.
პროექტის სრული აღწერა: პროექტზე მუშაობას ვიწყებ მოთელვით, დაფაზე ვწერ რამოდენიმე თემის სათაურს: წელიწადის დროები. ერთი შედევრის ისტორიას.
თეატრის ჯადოსნური სამყარო.
მოსწავლეები იწყებენ თემის ირგვლივ მსჯელობას და შეარჩევენ სასურველ თემასს.
შერჩეული თემაა :თეატრის ჯადოსნური სამყარო
ირჩევენ პიესას ნაწყვეტი გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხიდან ‘’ ,, ფუფალა’’
ვიწყებ საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბებას, მოსწავლეებს სამ ჯგუფად .
1 ჯგუფის ვაძლევ დავალებას იმუშაონ დეკორაციაზე და პიესის შინაარსიდან გამომდინარესცენის მოწყობაზე.
2 ჯგუფს ვაძლევ დავალებას პიესიდან გამომდინარე თავიანთ წარმოსახვაში
გაუჩნდეთ თითოეული პერსონაჟის სახე და შექმნან ესკიზი თუ როგორი სამოსი
ეცმევა ამა თუ იმ პერსონაჟს, როგორი ვარცხნილობა ექნება მას.
3 ჯგუფს დავალებად ვაძლევ ესკიზის მიხედვით დაამზადონ პიესის გმირების მიხედვით კოსტუმები და გრიმები.
სამივე ჯგუფი ერთობრივი ძალებითი იწყებენ პიესის დადგმას, რათა წარადგინონ
თავიანთი ნამუშევარი საკუთარი სკოლის წინაშე.
მონაწილეთა ასაკი: 11 – 12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: სამი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ეცნობიან როგორ იდგმება სპექტაკლი, როგორ იწერება პიესა, როგორ ირჩევა მუსიკა,როგორ კეთდება დეკორაცია, ვინ არიან რეჟისორი ,მხატვარი ,კომპოზიტორი,დრამატურგი. ამის ყოველივეს გასაგებად ესტუმრებიან თეატრს, დიზაინერს.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლებს განუვითარდებათ ხელოვნების სიყვარული, თავიანთი გრძნობების სხვისთვის გადაცემა და ურთიერთ თანამშრომლობა.